ფეხბურთი

14:43 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" "საბურთალოს" ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალწვეულმა „თელავმა“ „საბურთალოს“ მცველი გრიგოლ ჩაბრაძე დაიმატა. დედაქალაქური გუნდის ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

23 წლის მცველი კახურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

ჩაბრაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და აქამდე სხვაგან არ უთამაშია. გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 23 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114314