ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.
„ჰიუსტონმა“ შინ „ნიუ ორლეანი“ 117:109 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 25:16 მოიგეს. ჰარდენმა 40 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. რასელ უესტბრუკს 22 ქულა ჰქონდა. „ნიუ ორლეანელთა“ ახალწვეულმა და დრაფტის პირველმა ნომერმა ზაიონ უილიამსმა 21 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
„მილოუკმა“ საკუთარ დარბაზში „ფინიქსს“ 129:108 აჯობა. ვისკონსინელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. იანის ადეტოკუმპომ 30 ქულა, 19 მოხსნა და 6 პას იმიითვალა. კრის მიდელტონს 25 ქულა ჰქონდა. დევინ ბუკერმა კი 32 ქულა ჩააგდო. „მილოუკი“ 42 მოგებით და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობს, „ბაქსს“ წლევანდელ სეზონში ყველაზე კარგი მოგება წაგების ბალანსი აქვს.
„ჰიუსტონი“ – „ნიუ ორლეანი“ 117:109 (30:28, 35:32, 27:33, 25:16)
https://www.youtube.com/watch?v=P3PkFjdOChA
„მილოუკი“ – „ფინიქსი“ 129:108 (30:26, 37:26, 30:28, 32:28)
https://www.youtube.com/watch?v=t8QzeOzCDfY
„ტორონტო“ – „ჩიკაგო“ 129:102 (32:29, 28:34, 35:22, 34:17)
https://www.youtube.com/watch?v=Z1RxrH017Yc