“ბარსელონას,” წინა ტურში „ვალენსიასთან“ წაგებისა და ლიდერ „რეალთან“ ექვსქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, საკუთარი მაყურებლის წინაშე აუცილებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა და ეს მოახერხა კიდეც.
კატალონიელთა მეტოქე ამჯერადაც ვალენსიური გუნდი, ოღონდ რანგით დაბალი „ლევანტე“ გახლდათ. მასპინძლებმა ორი ბურთი ორი წუთის ინტერვალში გაიტანეს. ორივე შემთხვევაში ჭაბუკმა ფატიმ მესის პასებით შეაგდო. ეს მისი პირველი დუბლი გახლდათ „ბარსას“ მაისურით.
ფატის ბოლო დროს ბევრს აკრიტიკებდნენ, ტრავმირებულ ლუის სუარესს სათანადოდ ვერ ცვლიო. მართლაც, რამდენიმე მატჩში მიზანი გაუფუჭდა, მაგრამ კვირა საღამოს დაამტკიცა, რომ მისი იმედი ტყუილად არ აქვთ. ერთ ეპიზოდში ეფექტური მაკრატელაც დაჰკრა. დარტყმა ცოტა სუსტი გამოუვიდა თორემ ჰეთ თრიქსაც არაფერი ედგა წინ.
ტემპი მაღალი არ იყო, თუმცა, ვფოქრობთ, კიკე სეტიენის ხელში ეს მესისა და კომპანიის საუკეთესო მატჩი იყო. ეგ არის, დაცვაში ხშირად სცოდავდნენ და ცოტა უფრო ძლიერი გუნდი არაერთხელ დასჯიდა მათ ამისათვის.
„ლევანტე“ კი მეორე ტაიმში გამოცოცხლდა. რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა და ამისათვის დაჯილდოვდა კიდეც. მეორე დამატებულ წუთზე როჩინამ პრესტიჟის გოლი შეაგდო.
„ხეტაფემ“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკი“ დაამარცხა და მესამე ადგილზე დადგა. საინტერესოა, რომ ხეტაფელებმა ყველა კომპონენტში აჯობეს კერკეტ ბასკებს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ესპანეთი
პრიმერა. 22-ე ტური. 2 თებერვალი
ბარსელონა - ლევანტე 2:1
ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 60 295
1:0. 2:0 ფატი (30, 31), 2:1 როჩინა (90+2)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, დე იონგი (არტური 80), მესი, გრიზმანი (სერხი 71), ფატი (პუჩი 87)
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
ლევანტე: ფერნანდესი, ვეზუ, ტონიო, პოსტიგო, მირამონი, ვუკჩევიჩი (ბარდჰი 80), მელერო (ჰერნანი 60), როჩინა, კამპანია, მორალესი (მაიორალი 60), როხერი
მწვრთნელი: პაკო ლოპესი
მსაჯი: კორდერო ვეგა
გაფრთხილება: პიკე (65), ალბა (65)
სევილია - ალავესი 1:1
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 36 286
0:1 ხოსელუ (70), 1:1 ოკამპოსი (77 პენ)
სევილია: ვაცლიკი, რეგილონი, კუნდე, გომესი, ნავასი, ხორდანი (ვასკესი 51), ფერნანდო, ბანეგა, ნოლიტო (სუსო 51), დე იონგი (ენ ნესირი 78), ოკამპოსი
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი
ალავესი: პაჩეკო, დუარტე, ნავარო, ლაგუარდია, მაგალიანი, აგირეგაბირია (საინსი 87), კამარასა, ფეისა (რიოხა 68), გარსია, ბერკი (პონსი 58), ხოსელუ
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო
მსაჯი: კარლოს დელ სერო
გაფრთხილება: რეგილონი (48), ვასკესი (81); ლაგუარდია (64)
ბილბაო - ხეტაფე 0:2
ბილბაო. „სან მამესი.“ 40 291
0:1 დამიან სუარესი (36), 0:2 ხაიმე მატა (86)
ბილბაო: სიმონი, ბერჩიჩე, მარტინესი, იერაი, ლეკუე (კაპა 68), ლოპესი (გომესი 68), დანი გარსია, მუნიაინი, რაულ გარსია, უილიამსი, ვილიალიბრე (ადურისი 68)
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
ხეტაფე: სორია, ოლივერა, ეჩეიტა, ჯენე, დამიან სუარესი, კუკურელია, არამბარი, მაკსიმოვიჩი, ნიომი (კენედი 90+2), დეივერსონი (მოლინა 54), ხაიმე მატა (ტიმორი 86)
მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი
მსაჯი: ალბეროლა როხასი
გაფრხილება: ბერჩიჩე (63), მარტინესი (86); დეივერსონი (12), არამბარი (40), ხაიმე მატა (63), დამიან სუარესი (67), ნიომი (70)
ლეგანესი - სოსიედადი 2:1
0:1 ისაკი (20). 1:1 ომერუო (49), 2:1 როდრიგესი (90+5)
ეიბარი - ბეტისი 1:1
0:1 ფეკირი (7), 1:1 ორელიანა (15 პენ)
ვილიარეალი - ოსასუნა 3:1
1:0 ალკასარი (45+1), 1:1 ერნანდესი (48), 2:1 პენია (54), 3:1 კასორლა (59 პენ)