ფეხბურთი

22:44 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისევ 22

დღის გვიან მატჩში „ტოტენჰემმა“ და „სიტიმ“ „ლივერპულის“ წისქვილზე დაასხეს წყალი. „ქალაქელებმა“ მიმდინარე სეზონში მეექვსე შეხვედრა წააგეს და ლიდერს ისევ 22 ქულით ჩამორჩებიან. ვერ არის ამჟამად გვარდიოლას გუნდი შარშანდელივით ყოჩაღი. ახლა სასწაული უნდა მოხდეს, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, მერსისაიდელებმა ტიტული რომ ვერ მოიპოვონ.

მატჩს დამატებით ინტრიგას ისიც სძენდა, რომ ერთმანეთის პირისპირ დღევანდელობის ორი გამორჩეული სპეციალისტი წარსდგა - ჟოზე მოურინიუ და პეპ გვარდიოლა.

სტუმრებს ანგარიშის გახსნის ჩინებული შანსი პირველ ტაიმში ჰქონდათ, მაგრამ გიუნდოგანმა ლორისს პენალტი ვერ გაუტანა.

მთავარი ამბები ბოლო ნახევარ საათში მოხდა. მე-60 წუთზე მსაჯმა უკრაინელ ზინჩენკოს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ამას მასპინძელთა გალაღება მოჰყვა.

ზუსტად სამ წუთში ჰლანდიელმა ახალწვეულმა, ბერგვეინმა საჯარიმოს გარედან ულამაზი სადებიუტო გოლი გაიტანა. მალევე კორეელმა სონმა მეორეც შეაგდო და ყველაფერი დამთავრდა.

„სიტის“ ყურები არ ჩამოუყრია. ცდილობდნენ, უტევდნენ, მაგრამ ეს კვირადღე მათი ნამდვილად არ იყო.

ინგლისი

პრემიერლიგა. 25-ე ტური. 2 თებერვალი

ტოტენჰემი - სიტი 2:0

ლონდონი. „ტოტენჰემ სთედიუმი.“ 61 022

1:0 ბერგვეინი (63), 2:0 სონი (72)

მე-40 წუთზე გიუნდოგანმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

ტოტენჰემი: ლორისი, ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, ტანგანგა, უინკსი, ლო ჩელსო, ალი (ნდომბელე 70), მოურა (დაიერი 84), სონი, ბერგვეინი (ლამელა 70)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

სიტი: ედერსონი, უოკერი, ოტამენდი, ფერნანდინიო, ზინჩენკო, როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი, მაჰრეზი (ჟეზუსი 73), სტერლინგი (ბერნარდუ სილვა 84), აგუერო (კანსელუ 64)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ალდერვეირელდი (42), ლო ჩელსო (66); სტერლინგი (12), უოკერი (33), ზინჩენკო (42), როდრი (90+5)

გაძევება: ზინჩენკო (60)

ბარნლი - არსენალი 0:0

0.116913