ტურინის „იუვენტუსი“ „ლივერპულის“ მცველ ვირჯილ ვან დეიკის გადაბირებას გეგმავს. სენსაციურ ცნობას ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისში მოგებული ტიტულების შემდეგ ჰოლანდიელი მზადაა ნავსაყუდელი და ქვეყანა შეიცვალოს. „იუვენტუსი“ კი ზაფხულში ხმაურიან წინადადებას ამზადებს.
„იუვე“ მზადაა ვან დეიკის სანაცვლოდ „ლივერპულს“ 180 მილიონი ევრო გადაუხადოს და იტალიაში წაიყვანოს. სხვა დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
ვირჯილ ვან დეიკი „ლივერპულმა“ ორი წლის წინ „საუთჰემპტონიდან“ შეიძინა და „წითლების“ მაისურით ჩატარებულ 106 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სურვილი ქონდეთ ვერ დაუშლი მაგრამ უკეთესი ჩემპიონატი უკეთესი გუნდი უკეთესი მწვრთნელი. ფანებზე არაფერს ვიტყვი ტენდენციურობაში რო არ ჩანომართვათ
ერთადერთი რჩევა ხელფასი და ახალ კონტრაქტს თავაზობენ უკვე 180 ათასი გირვანქა აქვს და გაიზრდება სავარაუდოდ კიდე მისი ანაზღაურება ასე რომ ... კარი მარჯვნივაა 
ვინც მაგარი მცველია დღესდღეობით, ნებისმიერ მათგანზე ორჯერ ძვირი ღირს ვან დეიკი. ფენომენალური მოთამაშეა.
100 %