გიორგი ცხოვრებაძემ 3 გოლი გაიტანა საფრანგეთის თასის მერვედფინალში, რომელშიც მისმა გუნდმა, მონპელიემ 36-15 დამარცხა სელესტადი და მეოთხედფინალში გავიდა.
კლუბის ვებგვერდი ასე გამოეხმაურა ქართველი ხელბურთელის თამაშს: „ცხოვრებაძე, ჩახმახი (La Gachette, ქვესათაური): 43-ე წუთი სიმბოლური იყო. მონპელიე წინ იყო 26-12 და პატრის კანაიემ მოედანზე კაპიტან ვალონტან პორტის ნაცვლად მოედანზე ახალგაზრდა ტალანტი, ცხოვრებაძე შეუშვა. ცაციამ თავისი პირველი გოლი 46-ე წუთზე შვიდმეტრიანიდან გაიტანა, თუმცა, ორი წუთის შემდეგ მეორე ააცილა. ცხოვრებაძემ კიდევ ორი გოლი თამაშიდან შეაგდო“.
ჯამში, 19 წლის ქართველის 5 დარტყმიდან 3 შედეგიანი იყო, მონპელიე კი თასის მეოთხედფინალშია. ცხოვრებაძემ წინა სათასო მატჩში, მეთექვსმეტედფინალშიც გამოიჩნა თავი, როცა ანესის 5 გოლი გაუტანა.
მონპელიეს შემდეგ კვირაში ორი მატჩი აქვს: 6 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატში ივრის სტუმრობს, 8 თებერვალს კი ჩემპიონთა ლიგის მატჩში უმასპინძლებს პოლონეთის კელცეს.
ხელბურთი. საფრანგეთის თასი, მერვედფინალი
1 თებერვალი. მონპელიე - სელესტადი 36-15
მნპ: ბონფუა 17/29, პორტნერი 3/6, შეგო - რიშარსონი 8/5, დესკა 7/5, ვილმინო 6/4, ლენი 5/4, ბოსი 5/4, გრები 5/4, ცხოვრებაძე 5/3, ტრუხანოვიჩუსი 4/3, სიმონეტი 2/2, პეტერსონი 3/2, პორტი 1/0, აფგური, სუსი