საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" მცველ სამუელ უმტიტის ლონდონის "არსენალში" გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა ტრანსფერი იუარა. როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი იუწყება, "ბლაუგრანა" "მეთოფეთა" შემოთავაზებას დათანხმდა, ხოლო ფრანგმა კარიერული მიზნების გამო ინგლისში გადაბარგება იუარა.
უმტიტის მიმდინარე სეზონში ტრავმა აწუხებდა და მატჩების გამოტოვება მოუხდა. ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა. "ბარსელონამ" სამუელი 2016 წელს "ლიონიდან" 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა.