ფეხბურთი

12:42 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლეგანესმა" კოტდივუარის ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და "იანგ ბოიზის" თავდამსხმელი როჯერ ასალე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "ლეგანესში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანელებმა უკვე დაადასტურეს და ასევე ცნობილია, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს.

ასალე შვეიცარიულმა კლუბმა 2017 წელს "მაზემბედან" დაიმატეს. მას შემდეგ როჟერმა 129 მატჩში 44 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა. კოტდივუარის ნაკრებში ასალემ 20 მატჩში თავი სამი გოლით გამოიჩინა და ბოლო ორ სეზონში კი შვეიცარიის ჩემპიონი გახდა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 7.5 მილიონი ევროა.

0.14775