ფეხბურთი

11:30 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ტრანსფერებში "ჰერტამ" ყველაზე მეტი დახარჯა

2020 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა ბერლინის "ჰერტამ" დახარჯა. Transfermarkt-ის მონაცემებით, გერმანულმა კლუბმა "მილანიდან" კშიშტოპ პიონტეკი (27 მილიონი ევრო), "ლაიპციგიდან" მათეუს კუნია (15 მილიონი ევრო), "ლიონიდან" ლუკა ტუსარი (25 მილიონი) და სანტიაგო ასკასიბარა "შტუტგარტიდან" (11 მილიონი) დაიმატა.

"ჰერტამ" ტრანსფერებში 78 მილიონი ევრო გადაიხადა. კლუბის აქციების 49.9 პროცენტი ლარს ვინდჰორსტმა შეიძინა და გადაწყვიტა კლუბი გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ტრანსფერებში მეორე ადგილზე "ნაპოლი" გავიდა 65.5 მილიონით, ხოლო მესამეზე - მონაკო 62 მილიონით. ყველაზე მეტი კი ზამთარში "ბენფიკამ" გამოიმუშავა, პორტუგალიელებმა ბრუნუ ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედში" 55 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდეს.

თეგებიჰერტა
0.127438