ფეხბურთი

9:56 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანჩოს მიღწევა ბუნდესლიგაში

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" შემტევი ჯეიდონ სანჩო 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის გახდა პირველი, რომელმაც 25 გოლის გატანა მოახერხა. აღნიშნული ინფორმაციას Opta ავრცელებს. ინგლისელმა "უნიონთან" გამართულ მე-20 ტურის მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ბუნდესლიგაში 25 გატანილი გოლი დაუგროვდა.

სანჩო "დორტმუნდმა" 2017 წელს "მანჩესტერ სიტიდან" დაიმატა და მას შემდეგ ჩატარებულ გერმანიის ჩემპიონატის 64 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში სანჩომ ყველა ტურნირზე 27 შეხვედრა ჩაატარა და თავი 15 გოლით და 16 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109919