ფეხბურთი

1:37 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიამ დაიწყო, ჩაკვეტაძემ - დაამთავრა (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის 24-ე ტურში „გენტი“ „მეხელენს“ ესტუმრა და გამარჯვება არ გასჭირვებია. იეს თორუპის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მორიგი სამი ქულა მიითვალა.

დანიელმა სპეციალისტმა გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და 76-ე წუთამდე ათამაშა. 50-ე წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ ქვილითაია კარში დარტყმას ლამობდა, მცველმა დაასწრო და ბურთი ჯონათან დავიდს მიუვიდა, რომელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა.

გიორგი მეორე გიორგიმ, ჩაკვეტაძემ ჩაანაცვლა. მესამე საგოლე კომბინაცია მოედნის ცენტრიდან სწორედ ქართველმა დაიწყო, შემდეგ თანაგუნდელთან კარგი კომბინაცია და გაითამაშა და ჩინებული შეტევა გოლით ანდერსონ ნიანგბომ დააგვირგვინა.

მოკლედ, სამიდან ორ გოლში ჩვენებურებმა შეიტანეს თავისი წვლილი. „გენტი“ კი 48 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ბრიუგეს“ ჩამორჩება.

0.120991