ფეხბურთი

23:36 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ „სიტის“ 22 ქულით გაუსწრო

“ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ 4:0 მოუგო. ეს მერსისაიდელთა მიჯრით მე-16 გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში და უშუალო მდევარ „სიტის“ 22 ქულით გაუსწრეს. თუმცა, „ქალაქელებს“ კვირას „ტოტენჰემთან“ აქვთ სათამაშო.

„საუთჰემპტონს“ ერჩივნა მხოლოდ ერთი ტაიმით დაკმაყოფილიყო, რადგან პირველ ნახევარში ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. საგოლე მომენტებიც შექმნეს და მასპიძლებსაც ერთობ შეუზღუდეს სივრცეები.

მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და მინდორზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ამას ხელი ოქსლეიდ-ჩემბერლენის გოლმაც შეუწყო. ამის შემდეგ კლოპის შეგირდებმა „საკუთარი თამაში“ იპოვნეს, „წმინდანები“ კი მოიშალნენ.

შედეგად, ჰენდერსონმა და ორჯერ სალაჰმა ანგარიში 4:0-მდე გაზარდეს.

„ლივერპულმა“ კი წაუგებელი სერია 43 მატჩამდე გაზარდა.

საინტერესო იყო „ლესტერი“ – „ჩელსის“ მატჩიც. ერთმანეთს ხომ პირველი ოთხეულის გუნდები ხვდებოდნენ.

ფრე, ალბათ აქტივში „ლესტერს“ უნდა უნდა ჩავუწეროთ, რადგან „მელიები“ „არისტოკრატებს“ ისევ რვა ქულით უსწრებენ.

პირველ ტაიმში ლესტერელები ფრთხილობდნენ და უპირატესობას ლამპარდის ბიჭები ფლობდნენ, თუმცა შეტევებისას კონკრეტულობა აკლდათ. შესვენების შემდეგ კი, თითქოს გამოფხიზლდნენო, მასპინძლები გააქტიურდნენ და სტუმრებიც შეავიწროვეს. საბოლოოდ - 2:2.

დღის გვიან მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვულვზს“ ვერაფერი მოუხერხა (0:0) და მეხუთე ადგილი „შეფილდ იუნაიტედს“ დაუთმო, რომელმაც სტუმრად „კრისტალ პალასს“ მოუგო (1:0).

ინგლისი

პრემიერლიგა. 25-ე ტური. 1 თებერვალი

ლესტერი - ჩელსი 2:2

ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 32 187

0:1 რიუდიგერი (46), 1:1 ბარნსი (54), 2:1 ჩილუელი (64), 2:2 რიუდიგერი (71)

ლესტერი: შმაიხელი, ჩილუელი, სეიუნჯუ, ევანსი, პერეირა, ტილემანსი (პრეტი 80), მედისონი, ბარნსი, პერესი, ჩუდჰური, ვარდი (იჰეანაჩო 80)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ჩელსი: კაბალიერო, რიუდიგერი, კრისტენსენი, ჯეიმსი, ასპილიკუეტა, ჟორჟ0ინიო (კოვაჩიჩი 74), კანტე, მაუნტი, პედრო (ვილიანი 74), აბრაჰამი (ბარკლი 83), ჰადსონ-ოდოი

მწვრნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: ლი მეისონი

გაფრთხილება: მედისონი (61), ევანსი (90+3); ჟორჟინიო (56), კოვაჩიჩი (76)

ლივერპული - საუთჰემპტონი 4:0

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 291

1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (47), 2:0 ჰენდერსონი (60), 3:0, 4:0 სალაჰი (72, 90+1)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (მინამინო 81), ჰენდერსონი (ლალანა 88), ფირმინო, სალაჰი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (კეიტა 73)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

საუთჰემპტონი: მაკარტი, სტივენსი, უორდ-პროუზი, ბერტრანი, ბედნარეკი, ჯენელო (ბუფალი 82), რომეუ, რედმონდი, ჰეიბერგი, ლონგი (ობაფემი 70), ინგზი (ადამსი 70),

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: უორდ-პროიზი (65), სტივენსი (90)

მანჩესტერი - ვულვზი 0:0

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 363

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, ფრედი, პერეირა (გრინვუდი 72), მატა (ლინგარდი 88), ფერნანდეში, ჯეიმსი (დალოტი 88), მარსიალი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

ვულვზი: პატრისიუ, დოჰერტი, ბოლი, კოდი, საისი, კასტრო, მოუტინიუ, ნევეში, ხიმენესი (დენდონკერი 90+2), ჟოტა (ნეტუ 70), ტრაორე (პოდენსე 76)

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ფერნანდეში (56), ლინდელოფი (79), შოუ (84); ნევეში (57), მოუტინიუ (71)

ბორნმუთი - ასტონ ვილა 2:1

1:0 ბილინგი (37), 2:0 აკე (44), 2:1 სამატა (71)

გაძევება: ლერმა (51 ბორნმუთი)

ვესტ ჰემი - ბრაიტონი 3:3

1:0 დიოპი (30), 2:0 სნოდგრასი (45), 2:1 ოგბონა (47 საკ. კარში), 3:1 სნოდგრასი (57), 3:2 გროსი (75), 3:3 მიურეი (81)

კრისტალ პალასი - შეფილდი 0:1

0:1 გუაიტა (58 საკ. კარში)

ნიუკასლი - ნორვიჩი 0:0

უოტფორდი - ევერტონი 2:3

1:0 მასინა (10), 2:0 პერეირა (42), 2:1, 2:2 მინა (45+1, 45+4), 2:3 უოლკოტი (90)

გაძევება: დელფი (71 ევერტონი)

0.106285