ფეხბურთი

23:43 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლოდინისამებრ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია. ჯგუფიდან პირდაპირ მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა და ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამოცანა იდეალურად შეასრულა.

გერმანიასთან (3:1) და ავსტრიასთან (9:2) გამარჯვებების შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდა და პრობლემაც არც მასთან ყოფილა.

6:1 - ქართველების უპირატესობა პირველივე წუთიდან ცხადი გახდა და საფინალო სასტვენამდე სათამაშო სურათი არ შეცვლილა. ჩინებულად გაისარჯა არჩილ სებისკვერაძე, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამ ჯგუფურ ეტაპზე 7 გოლით საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

9 ქულა და დამაჯერებელი პირველი ადგილი. საქართველოს ნაკრები ახლა მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, მატჩები 2021 წლის თებერვალში, აპრილსა და სექტემბერში გაიმართება. თითოეულ ჯგუფში ოთხი გუნდი იქნება, რომლებიც 6 ტურს ჩაატარებენ, შინ და გარეთ თამაშის პრინციპით. იქამდე მეტოქეების ვინაობა უნდა გავიგოთ, წილისყრა 2020 წლის 14 მაისს ჩატარდება.

საქართველო - კოსოვო 6:1 (3:0)

გოლები: 1:0 სებისკვერაძე (2), 2:0 საიოტი (8), 3:0 სებისკვერაძე (18), 4:0 კურტანიძე (26), 4:1 მაქსარაი (28), 5:1 სებისკვერაძე (29), 6:1 თალესი (30)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122044