ფეხბურთი

21:05 | 1.02.2020 | ნანახია 5863 - ჯერ

ქართველების "ანორთოსისი" არ ფერხდება

კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერმა „ანორთოსისმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მე-18 ტურში თემურ ქეცბაიას გუნდმა „დოქსას“ უმასპინძლა და სირთულეები არ შექმნია - 3:0.

გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ნიკა კაჭარავა მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი იყო, ხოლო ჯანო ანანიძე 75-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. სხვათა შორის, ჯანოს ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა. სამი დღის წინ კი მოირგო პირველად ფამაგუსტელთა მაისური, მაგრამ ის კვიპროსის თასის შეხვედრა იყო, ხოლო ამჯერად უკვე უშუალოდ ჩემპიონატში ჩაატარა სადებიუტო თამაში.

რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ტრავმა აქვს და განაცხადში არ ყოფილა. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენებურებს საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ანორთოსისს“ 17 თამაშში 39 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „ომონიას“ 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 5 თებერვალს, კიდევ ერთ კონკურენტს, „აპოელს“ ესტუმრება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:50 | 01.02.2020
M.U2021 (14)

ლაივ ტვ რუზეა

23:50 | 01.02.2020
G.G.G (346)

მადლობა!

23:43 | 01.02.2020
M.U2021 (14)

stripslashes((strlen('http://livetv.sx/eventinfo/899912_mechelen_gent/#webplayer_alieztv|116287|899912|1347846|163|1|ru')>0?'http://livetv.sx/eventinfo/899912_mechelen_gent/#webplayer_alieztv|116287|899912|1347846|163|1|ru':'http://livetv.sx/eventinfo/899912_mechelen_gent/#webplayer_alieztv|116287|899912|1347846|163|1|ru'))

23:38 | 01.02.2020
G.G.G (346)

ქვილითაია ძირითადშია და ალბათ ჩაკვეტაძე შეცვლის მეორე ტაიმისკენ....
ვინმეს ლინკი ხო არ გაქვთ სად შეიძლება უყურო ონლაინ?

23:18 | 01.02.2020
alfadhirhaiti (7530)

შეუცვლელად რატო არ ათამაშებს შემტევ ლეგიონს?

22:46 | 01.02.2020
tigers123 (17)

stripslashes((strlen('https://youtu.be/6xPTogVIWTA')>0?'https://youtu.be/6xPTogVIWTA':'https://youtu.be/6xPTogVIWTA'))

22:46 | 01.02.2020
tigers123 (17)

stripslashes((strlen('https://youtu.be/6xPTogVIWTA')>0?'https://youtu.be/6xPTogVIWTA':'https://youtu.be/6xPTogVIWTA'))

21:06 | 01.02.2020
dinamo222 (8587)

რა ხდება ჩვენები რატომ აღარ იღებენ მონაწილეობას გოლებში ? თუ ჯანომ დათარსა ? P

0.120109