ფეხბურთი

20:46 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ციკლონი ბუნდესლიგაში - 136 წუთი და 7 გოლი!

ერლინგ ჰოლანდი - ბუნდესლიგის 2020 წლის ციკლონი. ნორვეგიელი უბრალოდ შეუჩერებელია და გერმანიის ჩემპიონატში საოცრებებს აკეთებს.

სამი თამაში და 7 გოლი. ერლინგმა ბერლინის „უნიონთან“ შეხვედრაში პირველად დაიწყო თამაში ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე 77-ე წუთამდე იყო. რა გასაკვირია, რომ ხსენებულ დროში მეტოქე უპატივცემულოდ არ დაუტოვებია - დუბლი გაიფორმა.

ახლა, ნორვეგიელს ბუნდესლიგაში სამ შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. ალბათ, ცუდი შედეგი არაა... 23-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი „აუგსბურგთან“, 22-წუთიან ინტერვალში დუბლი „კიოლნთან“ და ახლა უკვე დუბლი „უნიონთან“.

ჰოლანდმა ხსენებულ სამ შეხვედრაში ჯამში 136 წუთი ითამაშა, რვაჯერ დაარტყა კარში და 7 გოლი გაიტანა! გამოდის, რომ საშუალოდ ყოველ 20 წუთში „დორტმუნდის“ ფორვარდი გოლის გატანას ახერხებს. არ დაგვავიწყდეს, მხოლოდ 19 წლისაა...

0.112268