ფეხბურთი

20:23 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" მეორე გამარჯვება თურქეთში

„დინამო ბათუმმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური თამაში ჩაატარა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. გია გეგუჩაძის გუნდი ამჯერად ბულგარულ „ლოკომოტივის“ გაეჯიბრა და დამაჯერებლად იმარჯვა.

ანგარიში მე-17 წუთზე ჯოვინო ფლამარინმა გახსნა და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში აჭარლებმა სხვაობა გაზარდეს. თავი ვლადიმერ დვალიშვილმა გამოიჩინა.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე „დინამო ბათუმმა“ სერბული „რადნიკი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო იქამდე კრაკოვის „ვისლას“ დაუზავდა. გია გეგუჩაძის გუნდი თურქულ შეკრებას 3 თებერვალს დაასრულებს.

„ლოკომოტივი“ (პლოვდივი) – „დინამო ბათუმი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჯოვინო (17), 0:2 დვალიშვილი (65)

0.123302