ფეხბურთი

19:25 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გაიტანი ევროპაში დაბრუნდა

არგენტინელი ფეხბურთელი ნიკო გაიტანი კარიერას "ლილიში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. სამხრეთამერიკელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გაიტანმა კარიერა "ბოკა ხუნიორსში" დაიწყო და 2010 წელს "ბენფიკაში" გადავიდა. 2016 წელს ნიკო "ატლეტიკოში" გადავიდა, ხოლო ესპანეთი 2018 წლის დასაწყისში დატოვა და ჩინურ "დალიან იფანში" ჩაირიცხა. აზიიდან გაიტანმა ამერიკაში გადაინაცვლა და "ჩიკაგო ფაირში" თამაშობდა და კლუბი იანვარში დატოვა. MLS-ის გუნდის მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში არგენტინელმა ოთხი გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114329