ფეხბურთი

0:48 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ბრიუსელის „ანდერლეხტიდან“ ალექსის სალემაკერსი დაიმატა. როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

ზაფხულში კი, „მილანს“ 20 წლის ბელგიელის გამოსყიდვის უფლება 7 მილიონ ევროდ ექნება. ალექსისი იტალიელებმა სუსოს შემცვლელად შეიძინეს, რომელიც „სევილიაში“ გადავიდა.

ალექსის სალემაკერსი „ანდერლეხტის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 59 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

გარდა ამისა, "მილანმა" მარცხენა მცველი დიეგო ლაქსალტი დაიბრუნა. ურუგვაელი აქამდეც ლომბარდიელთა საკუთრებაში იყო და სეზონის პირველი ნახევარი იჯარით "ტორინოში" გაატარა. სამხრეთ ამერიკელი რიკარდო როდრიგესს შეცვლის, რომელიც იტალიელებმა პსვ ეინდჰოვენში გაასხვისეს.

0.13087