სხვა

23:20 | 31.01.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ლაშა ტალახაძის სამი ოქროს მედალი მსოფლიო თასზე!

ძალოსნობაში რომში გამართული მსოფლიო თასის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გავიდა და მოლოდინისამებრ სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა (+109 კგ) ატაცში, 200, 210, 215 კგ დაძლია, აკვრაში 235, 245 და 255 კგ დააფიქსირა, ხოლო ორჭიდიჯის ჯამში 470 კგ დააგროვა. შედეგად, სამივე დისციპლინაში ჩვენებურს ბადალი არ ჰყოლია, მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

მანამდე რომში ასევე სამი ოქროს მედალი ანტონ პლესნოიმ მოიპოვა, შოთა მიშველიძე სამი ვერცხლის, ხოლო გოგა ჩხეიძე ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:34 | 26.10.2020
ogafa (10230)

ლაიფციგია

01:11 | 25.10.2020
Homerson (108)

გნაბრის არყოფნაც კიდიათ . მერე რა რომ ალკანტარაც წავიდა... ,,ამაზრზენი” გუნდია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.095968