ფეხბურთი

18:20 | 31.01.2020 | ნანახია 578 - ჯერ

ოფიციალურად: ფერეირა-კარასკო "ატლეტიკოში" დაბრუნდა

მადრიდის „ატლეტიკოში“ იანიკ ფერეირა-კარასკო დაბრუნდა. „როხიბლანკოს“ ვებგვერდის ინფორმაციით, ბელგიელი გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

ფერეირა-კარასკო „ატლეტიკოში“ 2015-2018 წლებში აქამდეც თამაშობდა და 123 მატჩში 23 გოლთან ერთად 17 საგოლე პასიც მიითვალა.

26 წლის ფეხბურთელი ჩინური „დალიანის“ საკუთრებაა, რომლის რიგებშიც 48 თამაშში 22 გოლი გაიტანა. იქამდე კი, სახელი „მონაკოში“ თამაშით გაითქვა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:58 | 31.01.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

აზიაში წასვლამდე ძაან მაგარი იყო მაგრამ იქ წასვლით ძაან ყ ეობა გააკეთა ამ დონის ფეხბურთელმა. რი დაბრუნდა მაინც კარგია იქნებ ითამაშოს ისევ იმ დონეზე. ძალიან მაგარი ტექნიკა ქონდა და ფლანგიდან მისი ჩართვები კარგი საყურებელი იყო ატლეტიკოში აზიაში ამის თამაშებს არ ვუყურებდი

20:30 | 31.01.2020
Bacho-Cr7real madrid (5443)

ბანძია ძაან

19:24 | 31.01.2020
KoRBeN DaLLaS (24844)

მევასებოდა ეს ფეხბურთელი, მაგრამ ფულზე დახამებული აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132787
სარეკლამო ადგილი - 99
X x X