ჩოგბურთი

17:10 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიმი ფინალშია და ავსტრიის ისტორია დაწერა

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება. ავსტრიელმა მეორე ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ოთხ სეტში, 3:6, 6:4, 7:6, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა სამ საათსა და 42 წუთს გაგრძელდა.

ტიმი მესამედ გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში, მანამდე ორჯერ როლან გაროსის გადამწყვეტ შეხვედრაში უთამაშია. საინტერესოა, რომ დომინიკი პირველი ავსტრიელია, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა.

2 თებერვალს, ტიმი ჯოკოვიჩის პირისპირ წარსდგება, რომელსაც მელბურნში ფინალი არასდროს წაუგია (შვიდიდან შვიდი გამარჯვება). აქამდე სერბი და ავსტრიელი ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრიან, 6 მატჩი ნოლემ მოიგო, 4 დომინიკმა. თუმცა, ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4 ტიმის გამარჯვებით დასრულდა.

0.119167