ფეხბურთი

16:44 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "ცხოვრებაში ზოგჯერ რთული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს"

საბა ლობჟანიძემ დანიური "რანდერსი" დატოვა და კარიერას თურქულ "ანკარაგიუჯიუში" გააგრძელებს. ჩვენებური ყოფილ გუნდს ემოციური წერილით დაემშვიდობა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადვილი არ იყო გუნდის დატოვება, რომელიც უყვარს, თუმცა ცხოვრებაში ზოგჯერ რთული გადაწყვეტილებების მიღების დროა.

"ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო ასპექტებსა და ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ადვილი არის კლუბის დატოვება, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში გიწევს ხანდახან რთული გადაწყვეტილების მიღება და ახლა ეს დროა. მადლობა ყველას ვინც გვერდში მედგა და მენდობოდა ამ დროის განმავლობაში. ყველა ფეხბურთელს, მთელ სტაფს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის და თბილი ურთიერთობისთვის. ყოველთვის იქნება ჩემს გულში "რანდერსი" და ყოველთვის ვიქნები "რანდერსის" გულშემატკივარი. ნახვამდის", - დაწერა ლობჟანიძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი "რანდერსში" 2017 წლიდან თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. საბამ დანიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 91 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

0.131117