კალათბურთი

13:43 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კობის პატივიცემის ნიშნად, ნბა-მ All Star-ის წესები შეცვალა

ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტის ტრაგიკული დაღუპვის გამო ნბა-მ გადაწყვიტა ALL Star-ში წესები შეცვალოს.

მატჩის პირველი სამი პერიოდი 0:0-დან დაიწყება და თითოეულ პერიოდს თავის გამარჯვებული ეყოლება. მეოთხე პერიოდში კი წინა სამი მეოთხედის შედეგი დაჯამდება და გუნდები ასე გააგრძელებენ თამაშს. მეოთხე პერიოდში დრო შეზღუდული არ იქნება, შეხვედრა მანამდე გაგრძელდება, სანამ რომელიმე გუნდი 124 ქულაზე არ ავა. 124 ქულაზე პირველი ვინც მიაღწევს ის იქნება გამარჯვებული, როგორც მოგეხსენებათ კობი 24-ნომრიანი მაისურით თამაშობდა და ეს 124 ქულაც კობის პატივსაცემად დაწესდა.

თითოეული პერიოდის მოგებისთვის გუნდები 100 000 დოალრს მიიღებენ, ხოლო ბოლო მეოთხე პერიოდის ანუ თამაში გამრჯვებული 200 000 დოლარს. გუნდები მიერ მოგებული თანხა საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება.

ყველა ვარსკვლავის შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება.

0.119794