ისტორია

12:33 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

31 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1992 -დაიბადა ლაშა შავდათუაშვილი. 66 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2016 წლის ოლიმპიადის ბორინჯაოს მედალოსანი. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი (2013). ევროპის 2013 წლის ჩემპიონი. ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (2012, 2013). ევროპის 2012 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2012 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1901 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ”ვინიპეგ ვიქტორიანზმა” ორი მატჩი ჯამში ”მონრეალ შემროკსი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1937 – ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და სხვადასხვა ლიგის ჩემპიონატის 35 მატჩში სტუმრებმა ვერც ერთი შეხვედრის მოგება ვერ შეძლეს.

1941 – ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის რედ ბურმანი მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1952 – ჰარი ჰეილმანი და პოლ ვეინერი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1965 – პად გალვინი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1974 – ინგლისურ მეორე დივიზიონში მოასპარეზე უელსის ”სუინდონ თაუნის” გოლკიპერი ჯიმი ალანი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რელიგიური მრწამსის გამო კვირა დღეს არ იასპარეზა.

1975 – კალათბურთში ამერიკული სტუდენტური ლიგის (NCAA) ჩემპიონი UCLA გახდა.

1981 – კანადელმა მოციგურავე გაეტან ბუშემ 1000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:13.39).

1982 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 32-ე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთსა 120:118 მოუგო. შეხვედრა ნიუ ჯერსიში გაიმართა.

1982 – შვედმა მოციგურავე თომას გუსტაფსონმა 10 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდიდაამყარა(14:26.59).

1984 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 36-ე მატჩი ჩატარდა. უელსმაკემპბელს7:6 მოუგო. შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა.

1987 – გლაზგოს “რეინჯერსის” მეკარის კრის ვუდსის 1196 წუთიანი “მშრალი სერია” შეწყდა.

1989 – თბილისისდინამომგერმანული ტურნეს ბოლო მატჩში დიტციგენში, შტუტგარტისკიკერსთან” 0:1 წააგო. ”დინამო”: გაბელია, დანელია, ცხადაძე, ჭედია, ჩიქოვანი, არზიანი, ქეცბაია, ნემსაძე, ცაავა,გურული, გოგიჩაიშვილი.

1991 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ ”დენვერ ნაგითსის” მოთამაშე მაიკლ ადამსილიგისყველაზე ტანდაბალი კალათბურთელი აღმოჩნდა (171 სმ), რომელმაც მატჩში სამმაგი დუბლისშესრულებამოახერხა.

1993 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჯიმ კურიემშტეფანედბერგი 6:2, 6:1, 2:6, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 81-ე ჩემპიონი გახდა.

1993 – ფირმა ”რიბოკმა” სარეკლამო რგოლის დამზადებისა და ეთერში გაშვების სისწრაფისრეკორდიდაამყარა. სარეკლამო რგოლი ჩაიფიქრეს, დაამონტაჟეს და ეთერში გაუშვეს ამერიკულიფ ეხბურთის მატჩის მსვლელობის დროს.

1994 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისისდინამომაზერბაიჯანისაგდამისყარაბაღი” 3:0 დაამარცხა. გოლები გოჩა ტყებუჩავამ, მიხეილ ყაველაშვილმადაგელაინალიშვილმაგაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე, ბერაძე, ჩიქოვანი (ხუჯაძე), ლობჟანიძე (ქველაძე), ტყებუჩავა, რევიშვილი,ინალიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი, ანჩაბაძე.

1995 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისისდინამომყაზახეთისსემიპალატინსკისელიმაის” 4:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), მიხეილყაველაშვილმა და ბესიკ ბერაძემ გაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე, ბერაძე, კიკნაძე, დიდავა, ლობჟანიძე, ანჩაბაძე,მაჭავარიანი, იაშვილი, ქინქლაძე, ყაველაშვილი (დემეტრაძე).

1996 – ეროვნულ საკალათბურთო ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მეჯიკ ჯონსონი. მისიუთამაშებლობის მიზეზი შიდსის ვირუსი იყო.

1998 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარტინა ჰინგისმაკონჩიტამარტინესი 6:3, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 72-ე ჩემპიონი გახდა.

1999 – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელორუსის ნაკრებს თბილისში 80:78 მოუგო. საქართველო (ნაკრებს ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა): თორთლაძე, ჯაფარიძე,კოკოლიშვილი, უსტიაშვილი (ერთი ქულა), ნაცვლიშვილი (22), ქარაბაკი (31), დადიანი (8), ბეჟანიშვილი (15),ჩხეიძე (3).

1999 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ევგენი კაფელნიკოვმა შვედი თომას ენკვისტი დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 86-ე ჩემპიონი გახდა.

1999 – ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გლენ ჰოდლმა გაზეთ ”ტაიმსს” ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი რელიგიური მოსაზრებები გამოთქვა. ამის გამო ჰოდლს სამ დღეში ალბიონელთა მთავარი გუნდის მესაჭის პოსტი დაატოვებინეს.

2005 – ფორმულა1-ის მონაწილე ”უილიამსმა” ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ახალი ბოლიდიწარადგინა.ამავე დღეს გამოაცხადეს, რომ გუნდის ღირსებას ნიკ ჰაიდფილდი და მარკ ვებერი დაიცავდნენ.

2005 – გერმანულმა გამოცემა ”ბილდმა” სამი არბიტრისა და ცხრა ფეხბურთელის გვარი დაასახელა,რომლებიც ”ჰოიცერის საქმეში” იყვნენ გარეულნი. გერმანიის საფეხბურთო ასოციაციამ კი სპეციალური კომისია გამოჰყო, რომელსაც დეტალების გარკვევა დაევალა.

2007 – მიუნხენის “ბაიერნმა” მთავარმწვრთნელობიდან ფელიქს მაგათი დაითხოვა და გუნდის დამრიგებლად ოტმარ ჰიტცფელდი დააბრუნა.

2009 – ჩოგბურთში ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ამერიკელმა სერენა უილიამსმა რუს დინარა საფინას 6:0, 6:3 სძლია და მეოთხედ გახდა ტურნირის ჩემპიონი. სულ კი დიდი სლემის შეჯიბრება სერენამ მეათედ მოიგო.

2010 – რუსეთში მიმდინარე ბურთიანი ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შვედეთმა დამატებით დროში 6:5 ტურნირის მასპინძელი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესოგუნდის ტიტული.

2010 – ანგოლაში მიმდინარე ფეხბურთში აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალში ეგვიპტემ განას 1:0 მოუგოდა ზედიზედ მესამედ გახდა კონტინენტის საუკეთესო ნაკრები.

2010 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში შვეიცარიელმაროჯერფედერერმა ბრიტანელ ენდი მარეის 6–3, 6–4, 7–6(11) მოუგო და სადიდსლემო გამარჯვებათარაოდენობა 16-მდე გაზარდა.

2010 – ავსტრიაში მიმდინარე მამაკაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთმა ხორვატიას 25:21 მოუგო.

2010 – ძიუდოს თბილისის მსოფლიოს თასზე ქართველმა ფალავნებმა 15 მედალი (4-4 ოქრო და ვერცხლი, 7ბრინჯაო) მოიპოვეს.

2013 - “ნიუ იორკის” ფორვარდმა კარმელო ენტონიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა. იგი გახდა პირველი მოთამაშე “ნიქსის” ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 30 მატჩში შეძლო საკუთარი გუნდისათვის 20 ან მეტი ქულა მოეტანა.

ამ დღეს დაიბადნენ

1908 – სიმონე მათიუ. ფრანგი ჩოგბურთელი. 1934 წელს მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირის წყვილთა შეჯიბრება.

1913 – უოლტერ უინტერბოთამი. 1947-62 წლებში წვრთნიდა ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს (139 მატჩი, 78 მოგება, 32 ფრე, 28 მარცხი). ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი.

1914 – ჯერსი ჯო უოლკოტი. ამერიკელი მოკრივე. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში 1951-52 წლებში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1916 – ფრენკ პარკერი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1944 წელს მოიგო აშშ-ის ღია პირველობა.

1919 – ჯეკი რობინსონი. ბეისბოლის ეროვნულ ლიგაში (MLB) პირველი შავკანიანი მოთამაშე. რობინსონი გამოდიოდა ”დოდჯერსში”.

1920 – ბერტ უილიამსი. “ვულვერჰემპტონ უონდერერზის” ყველა დროის საუკეთესო მეკარე. 1954 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. გამოდიოდა ინგლისის ნაკრებშიც.

1931 – კრისტოფერ ჩეტევეი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. ხუთ კილომეტრზე რბენაში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი.

1937 – ილარიონ ხაზარაძე. საქართველოს და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, თბილისისდინამოსკალათბურთელი (198 სმ). 1962 წელს მოიპოვა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. საქართველოს ნაკრებისშემადგენლობაში საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის ფინალისტი (1959). 1960 და1961 წლებში საკავშიროპირველობების ვიცე-ჩემპიონი. ღირსების ორდენის კავალერი.

1953 – ნოდარ ხიზანიშვილი. თბილისისა და ბათუმისდინამოს”, ქუთაისისტორპედოსმცველი.თბილისელთა რიგებში ჩაატარა ჩემპიონატის 160, თასის 18 და 54 საერთაშორისო, მათშორის22ევროთასებზე (ერთი გოლი) მატჩი. 1981 წლის თასების თასის მფლობელი. საკავშიროჩემპიონატებისგამარჯვებული (1978), ვერცხლისა (1977) და ბრინჯაოს სამი მედლის (1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981)მფლობელი. საკავშირო თასის ორგზის გამარჯვებული (1976, 1979). საბჭოთაკავშირისნაკრებში ჩაატარაერთი მატჩი (1982 წელს არგენტინასთან). ”33 საუკეთესოთაშორისდაასახელესორჯერ (1981, 1982).სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981 წლიდან). ნოდარ ხიზანიშვილიღირსებისორდენის კავალერია.

1956 – შტეფან მაევსკი. 1970-80-იან წლებში პოლონეთის ნაკრების მცველი. 1982 წლის მუნდიალის პრიზიორი. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

1957 - შირლი ბაბაშოფი. ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე. 1972 და 1976 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს ორი და ვერცხლის ექვსი მედალი. დამყარებული აქვს მსოფლიოს ექვსი რეკორდი.

1957 – ანტონიუ ველოზუ. პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის “ბენფიკას” მცველი. პორტუგალიის შვიდგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ექვსგზის მფლობელი.

1963 – მანუელა დი ჩენტა. იტალიელი მოთხილამურე. 1994 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1965 – დიანა იგალი. უნგრელი ტყვიის მსროლელი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1966 – მიულერი. 1986-98 წლებში გამოდიოდა ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებში. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. იტალიურ სერია A-ში ჩაატარა 71 მატჩი, გაიტანა 24 გოლი. ფლობდა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო (ორჯერ) თასებს. 1986 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ეს ტურნირი საბჭოთა კავშირში ჩატარდა და მიულერმა ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ჩაატარა.

1974 – ოტელა ჰარინგტონი. ”ჩიკაგო ბულზის” ფორვარდი (206 სმ).

1976 – ტრაიანოს დელასი. საბერძნეთის ნაკრების, აეკ-ს, “რომას”, “შეფილდ იუნაიტედის”, “ანორთოსისის” მცველი. 2004 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 2000 წელს მოიპოვა საბერძნეთის თასი.

1977 – ტორი ედვარდსი. ამერიკელი მძლეოსანი. 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ქალთა შორის 100 მეტრზე რბენაში. სიდნეის ოლიმპიადაზე 100 მეტრზე ესტაფეტით რბენისას პირველობა მოიპოვა, თუმცა, მოგვიანებით გუნდის წევრი მერიონ ჯოუნსი დოპინგის მოხმარებაში ამხილეს და სხვებთან ერთად ოქროს მედალი ედვარდსსაც ჩამოართვეს. 2003 წლის მსოფლიოს პირველობაზე 200 მეტრზე რბენაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით რბენისას.

1978 – ანემარი ფორდერი. ავსტრიელი ტყვიის მსროლელი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1979 – ბრაჰიმ ასლუმი. ფრანგი მოკრივე (წარმოშობით ალჟირელი). 2000 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1983 – ფაბიო კვალიარელა. იტალიის ნაკრების, “სამპდორიას”, “უდინეზეს”, “ნაპოლის”, “იუვენტუსის” ფორვარდი. 2012 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. იტალიის ნაკრების 25 მატჩში გაიტანა 6 გოლი.

1992 - ლაშა შავდათუაშვილი. 66 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2016 წლის ოლიმპიადის ბორინჯაოს მედალოსანი. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი (2013). ევროპის 2013 წლის ჩემპიონი. ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (2012, 2013). ევროპის 2012 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2012 წელს დაასახელესსაქართველოსსაუკეთესო სპორტსმენად.

0.128677