თამაშგარე

12:31 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსის ეჭვიანობაზე მთელი გერმანია ქილიკობს

გერმანიაში იქაური საფეხბურთო ნაკრების წევრის, მატს ჰუმელსის ეჭვიანობაზე ფაქტობრივად ლეგენდები დადის და ეს ამბავი ალემანთა ბულვარულ მედიას საქილიკოდ აქვს ქცეული. არადა, სიმართლე რომ ვთქვათ, ჰუმელსის დაცინვის საგნად ქცევა მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია და სხვა არავისი!

ყველაფერი ორი წლის წინ, ბრაზილიაში გამართული საფეხბურთო მუნდიალის შემდეგ დაიწყო, როდესაც ახლადგამსოფლიოსჩემპიონებული მატს ჰუმელსის ცოლმა, მოდელმა კეტრინ ფიშერმა სოციალურ ქსელში ფოტო დადო, სადაც დეკოლტირებული კაბა ეცვა და თავისი მომხიბვლელობით არაერთ მამრს აჯადოებდა.

ცოლის ფოტო მატსმაც გააზიარა ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გაზიარებულ ფოტოზე კეტრინს მკერდი მოაჭრა, რასაც ჩვენს მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ ფოტოზეც ნახავთ. ჰოდა, ამ ამბის მერე ეს ბოლო წლები მთელი გერმანია ჰუმელსის ეჭვიანობაზე ღლიცინებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მობურთალი კიდევ დიდი ხანი ხალხის ყბიდან ვერ ამოვა.

0.149451