კალათბურთი

1:27 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ შენგელია "ბასკონიას" ვერ შველის

ევროლიგაში მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ესპანური გუნდი პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და ათი ქულის სხვაობით, 70:80 დამარცხდა.

ბერძნებმა „ბასკონიას“ ოთხივე პერიოდში აჯობეს და ბუნებრივია, გამარჯვების მოპოვება დიდად არ გასჭირვებიათ. ესპანელთა რიგებში საუკეთესო ისევ თორნიკე შენგელია იყო, მაგრამ მხოლოდ მისი გარჯა საკმარისი არ გამოდგა.

თორნიკემ 30:32 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც ვიტორიელთა რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა.

მეტ ჯენინგმა 16 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი, მხოლოდ 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. სხვათა შორის, ჯენინგმა აღნიშნულ შეხვედრაში ევროლიგის ეგიდით 250-ე სამქულიანი მიითვალა.

„ბასკონიას“ 8 გამარჯვების წილ 14 მარცხი აქვს და მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი, 5 თებერვალს, მადრიდში, „რეალს“ ესტუმრება.

0.116125