ფეხბურთი

0:45 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" ბრაზილიელი ფეხბურთელი გაიფორმა

ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ატლეტიკო პარანანენსეს" ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი ბრუნუ გიმარაენსი კარიერას "ლიონში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა "ოლიმპიკთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანცვლოდ ფრანგებმა ბრაზილიელებს 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.

გიმარაენსი "გრემიუ ოდასკუ აუდაქსის" აღზრდილია და "ატლეტიკო-პარანანენსეში" 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ ბრუნუმ 84 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრებში გიმარაინსმა სამი მატჩი გამართა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.125382