ფეხბურთი

20:38 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ავსტრია გაანადგურა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

ავთანდილ ასათაინის გუნდმა მეორე ტურში ავსტრიის ნაკრებს უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 9:2 გაიმარჯვა. ქართველების უპირატესობა თვალშისაცემი თავიდანვე გახდა და უკვე 26-ე წამზე ანგარიში გაიხსნა. თავი საიოტმა გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის რბევა შემდეგაც გააგრძელა და საბოლოოდ, პოკერი შეასრულა.

ჰეთ-თრიქით გამოიჩინა თავი არჩილ სებისკვერაძემ, ხოლო მატჩის მიწურულს მეტოქის კარი თალესმა და ჯვარაშვილმა აიღეს. საბოლოოდ, 9:2 და საქართველოს ნაკრები ჯგუფს ერთპიროვნულად, 6 ქულით ლიდერობს.

მეორე-მესამე ადგილებს გერმანია და კოსოვო 3-3 ქულით ინაწილებენ, ხოლო 1 თებერვალს საქართველოს ნაკრები 22:00 საათზე კოსოვოს დაუპირისპირდება.

საქართველო - ავსტრია 9:2 (6:2)

გოლები: 1:0 საიოტი (1), 2:0 სებისკვერაძე (80), 2:1 ვოზენილეკი (9), 3:1 სებისკვერაძე (10), 4:1 საიოტი (16), 5:1 სებისკვერაძე (16), 6:1 საიოტი (18), 6:2 სტაინვანდტერი (19), 7:2 საიოტი (24), 8:2 თალესი (35), 9:2 ჯვარაშვილი (40)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127367