ფეხბურთი

23:05 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

აზარმა სრული დატვრთვით ივარჯიშა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. როგორც "სამეფო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "რეალის" ფეხბურთელებმა, რომლებმაც "სარაგოსასთან" თასის შეხვედრა ჩაატარეს მსუბუქად ივარჯიშეს, ხოლო ედენ აზარმა პრობლემების გარეშე ბოლომდე ჩაატარა ვარჯიში.

ბელგიელი ფეხბურთელი შესაძლოა უახლოეს მატჩში ვიხილოთ მოედანზე. "რეალი" მომდევნო შეხვედრას პირველ თებერვალს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართავს. ჯერჯერობით უცნობია აზარი მიიღებს თუ არა მატჩში მონაწილეობას, ამ ინფორმაციას კი მწვრთნელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გაავრცელებს.

აზარი "რეალმა" "ჩელსიდან" 100 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მიმდინარე სეზონში ესპანური გუნდის მაისურით ბელგიელმა 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111822