ფეხბურთი

1:54 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

როხო არგენტინაში დაბრუნდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი მარკოს როხო მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით მშობლიურ "ესტუდიანტესში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

როხო "ესტუდიანტესის" აკადემიის აღზრდილია და კლუბი 2011 წელს დატოვა. მას შემდეგ მარკოსმა მოსკოვის "სპარტაკში", ლისაბონის "სპორტინგსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. ინგლისურ გუნდში სამხრეთამერიკელი 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 122 მატჩში თავი ორი გოლით გამოიჩინა.

0.111591