ფეხბურთი

19:07 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" თურქეთში მესამე სპარინგი წააგო

თურქეთში შეკრებაზე „დინამო თბილისმა“ მესამე ამხანაგური თამაში ჩაატარა და კვლავ მარცხი განიცადა. კახა ჩხეტიანის გუნდი კრაკოვის „ვისლას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:3 წააგო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მე-60 წუთზე პოლონელები ბუკსას გოლით დაწინაურდნენ. „დინამომ“ მალევე კაპანაძის პენალტით გაათანაბრა, მაგრამ ხუთ წუთში „ვისლა“ იისევ დაწინაურდა. ამჯერად, პენალტი იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ გაიტანა.

86-ე წუთზე თბილისელებმა მექვაბიშვილის გოლით წონასწორობა მეორედ აღადგინეს და თითქოს მატჩიც მეგობრული ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა 90-ე წუთზე ჰებერტ და სილვას თავურით კრაკოველებმა 3:2 მოიგეს.

ამრიგად, „დინამომ“ თურქეთში აქამდე ჩატარებული სამივე ამხანაგური თამაში წააგო, შეკრები მეორე ეტაპი კი 3 თებერვლიდან დაიწყება.

„დინამო“ – „ვისლა“ 2:3 (0:0)

გოლები: 0:1 ბუკსა (60), 1:1 კაპანაძე (66, პენ), 1:2 ბლაშჩიკოვსკი (71, პენ), 2:2 მექვაბიშვილი (86), 2:3 და სილვა (90)

0.109546