იტალიურმა „რომამ“ „ბარსელონას“ თავდამსხმელის, კარლეს პერესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
21 წლის შემტევი „ჯალოროსიში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რაც იტალიელებს 1 მილიონი ევრო დაუჯდათ. ზაფხულში კი მისი გამოსყიდვა 11 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ პერესმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ღირსება 13 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.