ფეხბურთი

2:13 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ +19

„ლივერპულმა“ ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში და უშუალო მდევარ „სიტის“ 19 (!) ქულით გაუსწრო. კლოპის შეგირდებმა საკლუბო რეკორდიც დაამყარეს - ერთი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის 19-ვე გუნდს მოუგეს.

„ვესტ ჰემთან“ მე-18 ტურის შეხვედრა 21 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ „წითლების“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო გადაიდო.

შეხვედრის სიუჟეტი დაახლოებით ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. თუმცა მასპინძლები ზომაზე მეტად ჩაიკეტნენ საკუთარ საჯარიმოში და თამაში ცალკარას დაემსგავსა. ნახევარი საათის თავზე დივოკ ორიჯი ჩინებულად გაირჯა ლონდონელთა საჯარიმოში და პენალტი მოინადირა, რომელიც ჩინებულად შეასრულა მო სალაჰმა. ეგვიპტელი საუკეთესო გახლდათ მერსისაიდელთაგან. შესვენების შემდეგ ჯერ ოქსლეიდ-ჩემბერლენი დატოვა მეკარესთან პირიპირ და ალექსს გატანა არ გასჭირვებია, ბოლოსკენ კი ძელს მოარტყა ბურთი.

ამრიგად, „ლივერპულის“ ტრიუმფალური სვლა გრძელდება. იურგენ კლოპის გუნდმა 41-ე წუგებელი შეხვედრა ჩაატარა და კიდევ უფრო მიუახლოვდა სანუკვარ ტიტულს. სასწაული უნდა მოხდეს რომ „წითლები“ ჩემპიონები ვერ გახდნენ.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-18 ტურის გადმოტანილო მატჩი

ვესტ ჰემი - ლივერპული 0:2

ლონდონი. „ლონდონ სთედიუმი.“ 59 959

0:1 სალაჰი (35 პენ), 0:2 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (52)

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, მასუაკო, კრესუელი, ოგბონა, დიოპი, ნგაკია, რაისი, ნოუბლი, სნოდგრასი, ლანსინი (ფორნალსი 69), ალე

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი (კეიტა 78), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ჯონსი 86), სალაჰი, ფირმინო, ორიჯი (ფაბინიო 69)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: დიოპი (34), ნოუბლი (43)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154029