ფეხბურთი

22:19 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო ბათუმმა“ სერბულ გუნდს აჯობა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თურქეთში მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე სერბული „რადნიკი“ იყო და ბათუმელებმა 3:1 იმარჯვეს.

აჭარელთა რიგებში გოლები ვაკო თევდორაძემ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და მათე ცინცაძემ გაიტანეს.

„დინამო ბათუმისთვის“ ეს იყო მეორე ამხანაგური მატჩი, მანამდე კრაკოვის „ვისლასთან“, ფრედ 1:1 ითამაშა.

0.111814