ფეხბურთი

21:02 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანიას აჯობა

ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატებული სტარტი აიღო საქართველოს ნაკრებმა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფში გერმანიის, ავსტრიისა და კოსოვოს ერთად იმყოფება.

სასტარტო შეხვედრა ქართველებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მთავარი კონკურენტ გერმანიასთან ჩაატარეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

თამაში სტუმართათვის ჩინებულად დაიწყო და მეხუთე წუტზე ფიშერმა ანგარიში გახსნა. მდევრის როლში საქართველო დიდხანს არ ყოფილა, 6 წუთში სებისკვერაძემ წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში ასათიანის გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა და მეტოქის გატეხვაც მოახერხა. გადამწყვეტი მეორე ტაიმის შუაწელი გამოდგა, როდესაც ქართველებმა ორი გოლი გაიტანეს. ჯერ თალესმა გაიტანა დიდებული გოლი, ორ წუთში ჯვარაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

დღესვე, ჩვენს ჯგუფში კოსოვომ ავსტრიის ნაკრები 4:2 დაამარცხა. საქართველო კი, მეორე მატჩს 30 იანვარს, 19:00 საათზე ავსტრიას შეხვდება.

გერმანია - საქართველო 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ფიშერი (5), 1:1 სებისკვერაძე (11), 1:2 თალესი (29), 1:3 ჯვარაშვილი (31)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118197