სხვა

16:29 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კინსი ვოლანსკიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან სათხილამურო ტრასაზე გადაინაცვლა (+VIDEO და PHOTO)

კინსი ვოლანსკი საყოველთაოდ ცნობილი გასულ წელს გახდა, მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ლივერპული“ – „ტოტენჰემის“ მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ნახევრად შიშველი შეიჭრა.

ამერიკელი გოგონა როგორც ჩანს, ბოლო ხანს ყურადღების ნაკლებობას განიცდიდა და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ფართო სცენაზე გამოჩენა.

ამჯერად კინსი ავსტრიის ქალაქ შლადმინგში მიმდინარე სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატზე შეიჭრა და ხელში ბანერი ეჭირა, წარწერით - RIP KOBE.

აღსანიშნავია, რომ სათხილამურო ტრასაზე ვოლანსკი მაშინ გამოჩნდა, როდესაც იტალიელი სპორტსმენი ალექს ვინანტცერი გამოდიოდა და ფინიშის ხაზი მასზე ადრე გადაკვეთა.

„ოჰ, ბიჭო, ალბათ შენ გყავს ახალი გოგო, მე-6 ადგილი შლადმინგში და ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ლამაზი ფოტო“, - დაწერა ინსტაგრამში ვინანტცერმა.

0.116498