ფეხბურთი

13:18 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" თბილისმა ტოგოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა (+VIDEO)

"დინამო თბილისმა" ტოგოს ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი საიმონ ბენიო დაიმატა. დედაქალაქური კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელთან 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალწვეული ბოლოს სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "მირანდესში" გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი, "ეპინალის" და "ბეზიეს" ღირსებას იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ საიმონი უკვე დინამოელებთანაა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109386