თამაშგარე

12:28 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალკანტარას ცოლი გერმანიას სიყვარულში გამოუტყდა

ამ ორი თვის წინ, გასული წლის დეკემბერში ევროპის ბულვარული მედია თავს იკლავდა იმის მტკიცებით, რომ მიუნჰენის “ბაიერნში“ მობურთალი ესპანელი ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა გერმანიაში ცხოვრებით ბედნიერი თითქოს მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ მას ცოლი უკან - ესპენეთში დაბრუნებას აიძულებდა.

“ყვითელი“ მოკალმეები წერდნენ, რომ ალკანტარას ცოლი, ჯულია ვიგასი გერმანიაში ცხოვრებით ნამეტნავად უბედური იყო და ქმარს დღენიადაგ ჩასჩიჩინებდა, რომ გერმანიაში ბურთის გორებას ისევ ესპანეთში მიბრუნება გერჩივნოს, სადაც ჩვენც უფრო ბედნიერად ვცხოვრობდითო.

ეს ჭორები როგორც ჩანს ყელში ამოუვიდა ჯულიას, რომელმაც სახლში პრესისთვის მცირე პრესკონფერენცია მოაწყო და საჯაროდ განაცხადა, რომ ბავარიაში ცხოვრებით უბედნიერესია და არ ესმის რატომ ვრცელდება ასეთი სულელური ჭორები. ამის დასტურად კი ისიც მოიყვანა, რომ ალკანტარას ოჯახს გადაწყვეტილი აქვს მუნჰენის გარეუბანში ძვირადღირებული ვილა შეიძინოს და მისივე განმარტებით ასეთ ნაბიჯს მხოლოდ ის ადამიანები დგამენ, რომლებიც ერთ ადგილზე დიდი ხნით აპირებენ მშვიდად და მყუდროდ ცხოვრებას.

0.132191