ფეხბურთი

23:46 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ავთო ებრალიძე პორტუგალიაში დაბრუნდა

ავთო ებრალიძე პორტუგალიაში დაბრუნდა და კარიერას „ლეიშოეშში“ გააგრძელებს. კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცი ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

28 წლის ჩვენებურმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი რუმინეთში, „ვოლუნტარის“ შემადგენლობაში გაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა, მაგრამ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ებრალიძისთვის პორტუგალია ძალზე ნაცნობი ადგილია, სადაც არაერთი გუნდი გამოიცვალა: „ნასიონალი“, „შავესი“, „ვიზეუ“, „ჟილ ვისენტე“, „ოლივეირენშე“, „ევორა“ და „ლაგოსი“.

რაც შეეხება, „ლეიშოეშს“ მეორე ლიგაში თამაშობს, თუმცა მთავარი დივიზიონში გადასვლის შანსი წელს პრაქტიკულად აღარ აქვს, რადგან 18 ტურის შემდეგ 25 ქულით მხოლოდ მეათე პოზიციაზე.

სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.118389