ფეხბურთი

23:19 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე დანიიდან თურქეთში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდი შეიცვალოს. როგორც Amtsavisen.dk-ი წერს, ქართველი ფეხბურთელი კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

დანიური მედია იტყობინება, რომ საბას სამშაბათს გუნდის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. გარდა ამისა, „რანდერსმა“ ცოტა ხნის წინ მატიას გრევე გაიფორმა, რომელიც შემტევი ნახევარმცველია. ეს ორი მიზეზი კი, მიანიშნებს, რომ ლობჟანიძე დანიურ გუნდს ტოვებს, რომელთანაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და შესაბამისად, კლუბს მხოლოდ ახლა შეუძლია მისი ტრანსფერით გარკვეული თანხის გამომუშავება.

თუმცა, არ დასახელებულა გუნდი, რომელშიც ჩვენებური გადავა. ცნობილია ის, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, თურქეთიდან დაინტერესებული „რიზესფორი“ იყო, რომელიც სუპერლიგაში მე-11 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე „რანდერსში“ 2017 წელს გადავიდა და მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგაში 15 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. მთლიანობაში, დანიის ჩემპიონატში 84 თამაშში თავი 28-ჯერ გამოიჩინა და ამაზე უკეთესი შედეგი „რანდერსის“ ისტორიაში მხოლოდ მიქაელ იშაკს აქვს (31 გოლი).

0.113011