ფეხბურთი

2:59 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ღამურები" "ატლეტიკოს" გაუსწორდნენ, "ბარსა" კვლავ არ უშვებს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მეორე დღე ცენტრალური შეხვედრით დაიწყო. “მესტალიაზე” ადგილობივმა გუნდმა მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო. შეხვედრა ისე დაიწყო, რომ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. მე-13 წუთისთვის, “ვალენსია” მეტოქეს სამი ბურთის სხვაობით ამარცხებდა. ანგარიში მოიასა და მირანდას შეუთანხმებელი თამაშის წყალობით გაიხსნა მე-6 წუთზე, ბრაზილიელმა მეკარის დაძახებული ვერ გაიგო და ავტოგოლი მიითვალა. აქედან 6 წუთში ანდრე გომეშმა ითამაშა დიდებულად და ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო ერთ წუთში კუთხურიდან ჩაწოდებულს ოტამენდი გამოეხმაურა და მესამე გაიტანა. ამის შემდეგ, “ღამურები” გაჩერდნენ და სტუმრებმაც შეტევაზე დაიწყეს ფიქრი. 29-ე წუთზე ტიაგო კარდოსოს დარტყმული დიეგო ალვეშმა მოიგერია, დამატებაზე პირველი მანძუკიჩი გაჩნდა და ერთი ბურთი გაქვითა. დარჩენილ დროში ყველაზე რეალური შანსი გილერმე სიკეირას ჰქონდა, რომელმაც ტაიმის ბოლოს პენალტი ვერ გაიტანა და თავის გუნდს თამაშის გადარჩენის იმედი გადაუწურა – 3:1. “ვალენსია” კვლავ მე-2 პოზიციაზეა, ხოლო “ატლეტიკო” დიდი ალბათობით მე-3 ადგილს დაკარგავს.


ზედიზედ მერვედ დაამარცხა “ბარსელონამ” “რაიო ვალეკანო”, მადრიდელებს რაც შეეძლოთ აკეთებდნენ, მაგრამ კლასმა თავისი ქნა და “ბარსამ” ზედმეტი პრობლემების გარეშე იმარჯვა. გოლები ორწუთიან მონაკვეთში გავიდა, 35-ე წუთზე მესიმ გაიტანა, ხოლო ერთ წუთში ნეიმარმა გამოიჩინა თავი. მეორე ნახევარში, მასპინძლები უხეშობდნენ, რის გამოც, მატეუ ლაოსმა ორი მოთამაშე გააძევა მოედნიდან. “ბარსელონა” პირველ პოზიციაზეა 19 ქულით და კვლავ მშრალად ინახავს კარს.
დრამატული და სანახაობრივი შეხვედრა შედგა “იპარუაზეა”, სადაც “ეიბარი” “ლევანტეს” მასპინძლობდა. ადგილობრივი გუნდი თითქმის მთელი შეხვედრა აგებდა. პირველი ნახევარი სტუმრებმა 0:2 იმარჯვეს. მეორე ტაიმი ბასკურმა კლუბმა აქტიურად დაიწყო და 70-ე წუთისთვის გათანაბრება მოახერხა,79-ე წუთზე კასადედუსმა კვლავ წინ გაიყვანა “ბაყაყები”, მაგრამ “ეიბარმა” ბოლომდე იბრძოლა და 93-ე წუთზე პიოვაკარიმ 2 ქულა წაართვა “ლევანტეს”.

კაცნაკლულმა “მალაგამ” 2:1 დაამარცხა “გრანადა”, ხოლო “ალმერიამ” და “ელჩემ” ქულები გაიყვეს – 2:2.

უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ უხეში დღე გამოვიდა ესპანეთში. ერთადერთი შეხვედრა, რომელმაც წითელი ბარათის გარეშე ჩაიარა “ეიბარი” – “ლევანტეს” დაპირისპირება იყო. ჯამში, მსაჯებმა დღეს 5 ფეხბურთელი გააძევეს.

ვალენსია – ატლეტიკო 3:1 (3:1)


ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): ალვეში, ბარაგანი, ოტამენდი, მუსტაფი, გაია, ფუეგო, გომეში (ფელიპე 71), პარეხო, პიატი (ორბანი 63), როდრიგო, ალკასერი (ფეგული 75).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ატლეტიკო (4-2-3-1): მოია, მირანდა, გოდინი, გამესი, სიკეირა, ტიაგო (გარსია 72), გაბი, თურანი (ხიმენესი 69), გრიზმანი (ჩერჩი 66), კოკე, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 მირანდა (6 ს.კ.), 2:0 გომეში (7), 3:0 ოტამენდი (13), 3:1 მანძუკიჩი (29).
გაფრთხილებები: გომეში, პარეხო, ფუეგო, გაია – ჩერჩი.
გაძევება: ჩერჩი 92.
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 6(3)-19(5), ჯარიმა: 23-14, კუთხური: 1-6, თამაშგარე: 2-4, სეივი: 4-0

45-ე წუთზე სიკეირამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

რაიო – ბარსელონა 0:2 (0:2)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, მორსილიო, ბა (მანუჩო 46), ტიტო, ინსუა, ტრაშორასი (ჟოზბედი 74), ბაენა, ბუენო, კაკუტა, ლიკა (აკინო 46), ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ბარტრა, პიკე, მატიე, ალვეში, ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა (რაკიტიჩი 69), ნეიმარი (რამირესი 80), მუნირი (პედრო 59), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 მესი (35), 0:2 ნეიმარი (36).
გაფრთხილებები: ბა, ტრაშორასი, მორსილიო, აკინო – ხავი, პიკე
გაძევებები: მორსილიო (60), აკინო (91).
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 14(4)-18(7), ჯარიმა: 19-7, კუთხური: 6-7, თამაშგარე: 3-6, სეივი: 5-4

ეიბარი – ლევანტე 3:3 (0:2)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, აბრაჰამი (კასტელიანო 46), ნავასი, ალბენტოსა, ბოვედა, ერასტი, დ.გარსია, არუაბარენა (ლეკიჩი 80), ბერხონი, ლარა, ანხელი (პიოვაკარი 46).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ლევანტე (4-4-2): ხესუსი, ი.ლოპესი, პ.ლოპესი (ელ ადუა 72), ვინტრა, როდასი, კამარასა, დიოპი, მორალესი (სისოკო 86), რ.გარსია, კასადედუსი, ბარალი (ხუმეტრა 82).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 0:1 მორალესი (2), 0:2 კამარასა (44), 1:2 პ.ლოპესი (46 ს.კ.), 2:2 ბერხონი (70), 2:3 კასადედუსი (79), 3:3 პიოვაკარი (93).
გაფრთხილებები: ბოვერა, კასტელიანო, არუაბარენა – კასადედუსი
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 14(6)-13(5), ჯარიმა: 12-16, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-3

მალაგა – გრანადა 2:1 (0:1)


მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ანჟელერი, სანჩესი, როსალერი, არტუნეში, კამაჩო, ხუანმი, დარდერი, ჰორტა (მ.ტორესი 74), ამრაბატი (კასტილეხო 58), სანტა კრუზი (რესიო 83).
მწვრთნელი: ხავი გრასია

გრანადა (4-4-2): ფერნანდესი, ბაბინი, მურილიო, ფოლქიერი, ნიომი (ხ.მარკესი 87), როჩინა (სისოკო 57), ფ.რიკო, იტურა, პიტი, კორდობა (ისააკი 59), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლები: 0:1 ელ არაბი (1), 1:1 სანტა კრუზი (60), 2:1 არტუნეში (80 პენ.).
გაფრთხილებები: ამრაბატი – პიტი, იტურა, ფოლქიერი, ელ არაბი
გაძევება: ანჟელერი 73.
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 17(3)-8(5), ჯარიმა: 12-15, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 4-1

ალმერია – ელჩე 2:2 (1:1)

ალმერია, “ესტადიო ხუეგოს მედიტერანეოსი”

ალმერია (4-2-3-1): მარტინესი, მ.დოს სანტოსი (კორონა 75), ტრახილიო, დუბარბიერი, ხ.ნავარო, ვერზა, აზეზი, მენდეში, სორიანო (ჰემედი 61), ბიფოუმა (ზონგო 61), ველიგტონ სილვა.
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი

ელჩე (4-2-3-1):
მ.ერერა, ლომბანი, როკო, სუარესი, ალბაკარი, ანხელი, მოსკერა, კორო (ა.გონსალესი 73), ვ.როდრიგესი (პასალიჩი 81), გ.როდრიგესი (კ.ერერა 89), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 0:1 ვ.როდრიგესი (6), 1:1 ვერზა (37 პენ.), 1:2 ჯონათასი (56), 2:2 ჰემედი (84).
გაფრთხილებები: ხ.ნავარო, მენდეში – ანხელი, ალბაკარი, ჯონათასი, მოსკერა, ვ.როდრიგესი
გაძევება: ჯონათასი (67).
მსაჯი: კარლოს დელ სერო
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 16(3)-6(3), ჯარიმა: 13-18, კუთხური: 9-5, თამაშგარე: 0-4, სეივი: 1-1

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 10. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 7. მესი (“ბარსელონა”) – 6.

თეგებილა ლიგა
0.238521