ჩოგბურთი

17:03 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კობი ბრაიანტზე საუბრისას ემოცია ვერ შეიკავა... (VIDEO)

„ნამდვილად არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ეს ამბავი საშინელი სიურპრიზი იყო. ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი გახლდათ, ინსპირაცია ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის. კობი ძალიან რთულ პერიოდში დამეხმარა, არაერთხელ შევხვდით და ვისაუბრეთ. გამიმართლა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა მქონდა.

როდესაც რჩევა ან მხარდაჭერა მჭირდებოდა, ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ის გახლდათ მენტორი, მეგობარი. მნიშვნელოვანი რჩევები მომცა, მან გამაგებინა, რომ საკუთარი თავის რწმენა უნდა მქონოდა. ჩემი გული გატყდა მისი და მისი ქალიშვილის გამო“ - ნოვაკ ჯოკოვიჩი.

0.113966