ფეხბურთი

15:05 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანი" ბრაიანტის ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით და შავი სამკლავურით მიაგებს

იტალიურმა „მილანმა“ Lega-სთან (სერია A-სა და იტალიის თასის მმართველი უწყება) შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, დღეს, „როსონერისა“ და „ტორინოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.

გარდა ამისა, „მილანის“ ფეხბურთელები შავი სამკლავურით ითამაშებენ. ლომბარდიელები პატივს კობი ბრაიანტის ხსოვნას მიაგებენ:

„Lega სერია A-სთან შეთანხმებით დღეს საღამოს ჩვენ კობი ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ავიაკატასტროფაში თავის შვილ ჯანასთან და კიდევ 7 ადამიანთან ერთად დაიღუპა, შავი სამკალვურით ვითამაშებთ. მატჩის დაწყებამდე „სან სიროზე“ წუთიერი დუმილი იქნება“, - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

კობი ბრაიანტს ფეხბურთისადმი დიდი ლტოლვა არასდროს დაუმალავს. 41 წლის ამერიკელის საყვარელი საფეხბურთო კლუბი კი, სწორედ „მილანი“, იყო, რომელიც ჯერ კიდევ იტალიაში ცხოვრების დროს, როგორც ადრე თავად განაცხადა, ჰოლანდიური ტრიოს, ფრენკ რაიკაარდის, მარკო ვან ბასტენისა და რუუდ გულიტის გამო შეიყვარა.

0.123173