ფეხბურთი

15:34 | 28.01.2020 | ნანახია 888 - ჯერ

რეხვიაშვილმა "საბურთალო" დატოვა

გიორგი რეხვიაშვილმა „საბურთალო“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გამოცდილი მცველი „საბურთალოში“ 2018 წელს თამაშობდა, ხოლო შემდეგ 6 თვით ბერძნულ „ლევადიაკოსს“ მიაშურა, საიდანაც ისევ დედაქალაქურ გუნდში დაბრუნდა. გიორგი „საბურთალოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.

31 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა პერიოდში რუსთავის „მეტალურგის“, „დინამო თბილისის“, „ჩიხურას“, „ბოლუსფორისა“ და „ლოკომოტივის“ შემადგენლობაშიც უთამაშია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:21 | 29.01.2020
jorkaifi (305)

რეხვო მაგარი შემსრულებელია , დინამო პანათინაიკოსის დროს ამან აიკიდა ბოლო წუთებზე პენალტი , საბურთალო არარატი იგივე გაიმეორა , ორ ძალიან მნიშვნელოვან ისე წაგვაგებინა რომ ისეთი სულელიც არაა რომ ეგეთი პენალტები აეკიდებინა , რავიცი რავიცი ... )))

02:19 | 29.01.2020
alfadhirhaiti (7530)

პანათინაიკოსის წინააღმდეგ კაკუბავა იყო.

03:21 | 29.01.2020
Shevche (15054)

საერთოდ, აეკი იყო და არა პანათინაიკოსი. და კი, კაკუბავამ აიკიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.123764