კალათბურთი

13:52 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი კობის: "გთხოვ, ზეციდან ძალა მომეცი!"

ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი კობი ბრაიანტს ემოციური წერილით დაემშვიდობა. „მეფემ“ კალათბურთის ლეგენდას ზეციდან მფარველობა სთხოვა და პირობა მისცა, რომ მის გზას გააგრძელებს, რადგან ეს მისი პასუხისმგებლობა გახდა.

„არ ვარ მზად, მაგრამ ვიწყებ. ვზივარ აქ და ვცდილობ ამ პოსტისთვის რაღაც დავწერო, მაგრამ ყოველჯერზე შენ და ჩემი ძმისშვილი ჯიჯი, ჩვენი მეგობრობა, ძლიერი კავშირი და ძმობა მახსენდება, ტირილს ვიწყებ. კვირა დილით შენი ხმა გავიგე ფილადელფიაში ლოს ანჯელესში დაბრუნებამდე. მილიონ წელიწადში ერთხელაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იქნებოდა. ჯანდაბა! გულგატეხილი და განადგურებული ვარ ძმაო. მიყვარხარ ჩემო უფროსო ძმაო. მთელი გულით ვანესასთან და ბავშვებთან ერთად ვარ. გპირდები, რომ შენს მემკვიდრეობას გავაგრძელებ. შენ ყველა ჩვენგანისთის, განსაკუთრებით „ლეიკერსისთვის“ ძალიან ბევრს ნიშნავ. ჩემი პასუხისმგებლობაა ეს ტკივილი ზურგით ვატარო და ასე გავაგრძელო. გთხოვ, ზეციდან ძალა მომეცი და დამიფარე. აქ, აშშ-ში. კიდევ ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შემიძლია, რადგან არ ვიცი რა ვთქვა. მანამდე, სანამ ისევ არ შეგხვდები ჩემო ძმაო“, - დაწერა ლებრონმა ტვიტერში.

შეგახსენებთ, კობი ბრაიანტის ვერტმფრენმა კალიფორნიაში კატასტროფა განიცადა. მასთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი და ბორტზე მყოფი კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.

0.121631