სხვა

12:31 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომში მიმდინარე ძალოსნობის ტურნირზე შოთა მიშველაძემ სამი მედალი მოიპოვა

რომში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო თასზე შოთა მიშველაძემ სამი მედალი მოიპოვა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 123, 128 და 131 კილოგრამები დაძლია და მეორე კატეგორიის სინჯის მედალს დაეუფლა.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრმა აკვრაში 145,151 და 155 კილოგრამები დააფიქსირა და კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ორჭიდის ჯამში კი შოთა მიშველიძის შედეგი 286 კილოგრამი იყო, რაც ასევე ვერცხლის მედლისთვის გამოდგა საკმარისი.

შეგახსენებთ, რომ მიშველიძის გარდა რომში ასევე გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ.

0.117028