თამაშგარე

11:08 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ქალიშვილი ფოტომოდელის ამპლუაში

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას უმცროსი ქალიშვილი, 23 წლის ჟანა მარადონა აქამდე საზოგადოებას თვალში ნაკლებად ეჩხირებოდა. თუმცა, ეს ამოდენა მარადონას გოგო აბა ისე როგორ იზამდა, რომ მთელი ცხოვრება ჩრდილში დარჩენილიყო?!...

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში ჟანა მარადონას საცვლებისამარა ფოტოები გამოჩნდა და ეს რასაკვირველი არც ბულვარულ მედიას გამოპარვია. როგორც აღმოჩნდა, მარადონას გოგო ქალის საცვლების მწარმოებელი ერთ-ერთი ამერიკული ფირმის სახე გახდა და აღნიშნული ფოტოსესიაც სწორედ საცვლების რეკლამას უკავშირდებოდა.

მარადონას უმრწმესი ასული მართალია იერით კი გავს მამას, მაგრამ სხეულის ფორმები ნამდვილად არ დაეწუნება და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მარადონას შვილობა მისთვის ცხოვრების მუდმივი გზამკვლევი იქნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ სენიორიტა ჟანა ფოტოკამერის წინ ტიტლიკანობაში დიდ წარმატებებს მიაღწევს

0.120699