სხვა

10:04 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა

2020 წელი წარმატებით დაიწყო სანდრო ბაზაძემ. ქართველი ხმლით მოფარიკავე ორლეანის შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. 26 წლის სპორტსმენი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა 117 ქულით, ევროპის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორია.

სანდრომ მონრეალის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახლა კი თავი საკლუბო ასპარეზზე გამოიჩინა.

საფრანგეთის ჩემპიონატში 27 კლუბი იბრძოდა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ორლეანმა“ ფინალში საფრანგეთის ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულ გუნდს მოუგო. „ორლეანი“ 37:40 მარცხდებოდა, როდესაც სანდრომ ვენსან ანსტეს აჯობა და გუნდს ტიტული მოაგებინა.

0.1206