კალათბურთი

2:34 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც ჯანა ამბობდა: "მამაკაცი არაა საჭირო, რომ პარკეტზე კიდევ ერთი ბრაიანტი იხილოთ, მე აქ ვარ..."

კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ლეგენდარული კობი ბრაიანტი და ბორტზე მყოფი კიდევ რვა ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, ერთ-ერთი „შავი მამბას“ 13 წლის ქალიშვილი ჯანა (ჯიჯი) ბრაიანტი იყო.

აღსანიშნავია, რომ კობი 6 წლიდან 13 წლამდე იტალიაში ცხოვრობდა და ამერიკის შემდეგ იტალიას მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ, ოთხივე შვილს იტალიური სახელები შეურჩია - ჯანა (13 წლის), ნატალია (17 წლის), ბიანკა ბელა (3 წლის) და კაპრი (7 თვის).

მამის კვალს მეორე შვილი ჯანა გაჰყვა, მას ძალიან უყვარდა კალათბურთი და კობიც ამაყობდა. სწორედ ამიტომ იყო 13 წლის გოგონაც იმ ვერტმფრენში, რომელმაც მსოფლიოს ლეგენდარული სპორტსმენის სიცოცხლე წაართვა. ისინი ჯანას თამაშზე მიემგზავრებოდნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე საუბედუროდ ვერ მიაღწიეს...

NBA-ს განსაკუთრებული სიყვარულისა და მზარდი ინტერესის გამო ჯანას ყველამ ჯიჯი უწოდა. ის „სტეიპლს ცენტრში“ წინა რიგში ხშირად იჯდა. მისი თხოვნით მიმდინარე სეზონში კობი ორჯერ დაესწრო „ატლანტა ჰოუქსის“ თამაშს, ერთხელ ლოს ანჯელესში და მეორედ დეკემბერში ბურკლინში და ამის მიზეზი ჯანას საყვარელი კალათბურთელის, ტრეი იანგის ახლოდან ნახვა იყო.

„ჩვენი ბოლო საუბრისას კობიმ კომპლიმენტი მიძღვნა და მითხრა, რომ ბრწყინვალე როლის მოდელი ვიყავი მისი ქალიშვილის, ჯანასთვის. სიტყვებით ვერ აღვწერ როგორ ვგრძნობ თავს ახლა“, - განაცხადა იანგმა.

ჯანას პერსონაჟის გასაცნობად საუკეთესო მასალა მოდის ინტერვიუდან, რომლიც ძალიან პოპულარული გახდა 2019 წელს ჯიმი კიმელის შოუში. კობის ამ შოუში ჰკითხეს, რომ მის ქალიშვილს WNBA-ში თამაშის სურვილი თუ ჰქონდა (ქალთა საკალათბურთო ლიგა). „მამბამ“ უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ იცით რა არის ყველაზე კარგი? როდესაც საზოგადოებაში ვარ, ხალხი მიახლოვდება და მეუბნება: კობი, შენ და ვანესამ ბიჭი უნდა გააჩინოთ, რომელიც პარკეტზე ტრადიციის გაგრძელებას შეძლებს“.

ამ დროს, ჯანა პასუხობს: „პრობლემა არაა, მე ამაზე ვიზრუნებ, ამისთვის მამაკაცი საჭირო არაა!“

სამწუხაროდ, არავინ იცის ცხოვრება ვის, რას უმზადებს. კობიზე და ოცნებებით სავსე 13 წლის ჯანაზე ახლა მხოლოდ მოგონებებით საუბრობენ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122816