ფეხბურთი

23:52 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" სლოვაკი ფეხბურთელი სინჯებზე აიყვანა

„დინამო თბილისს“ შეკრებაზე სლოვაკი შემტევი ნახევარმცველი ფილიპ ორშულა შეუერთდა. 26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში სინჯებზე იმყოფება.

სამწვრთნელო შტაბი ორშულას შეკრებაზე დააკვირდება და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს.

სლოვაკი თავის დროზე „მანჩესტერ სიტის“, „ტვენტესა“ და „უიგანის“ ახალგაზრდულ გუნდებში უთამაშია, ხოლო პროფესიონალურ დონეზე ტრნავას „სპარტაკის“, „ბრატისლავასა“ და „ლიბერეცში“ უთამაშია.

0.099587